გიორგი მიქაუტაძე ორ იტალიურ კლუბს დაუკავშირეს | დეტალები » სპორტის ხაზი

გიორგი მიქაუტაძე ორ იტალიურ კლუბს დაუკავშირეს | დეტალები

გიორგი მიქაუტაძე ორ იტალიურ კლუბს დაუკავშირეს | დეტალები
9-02-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ში ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და გასაკვირი სულაც არაა, რომ ის რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს.

ხვიჩა კვარაცხელიას მაგიით შეპყრობილმა იტალიამ თვალი მეორე ქართველსაც დაადგა და როგორც იწერება, გიორგის გადაბირებით როგორც უდინეზე, ისე ჯენოა ინტერესდებიან.

მაგალითად, Tuttoudinese-მ დაწერა, რომ მათი ერთ-ერთი თავდამსხმელი, კერძოდ ბეტო კლუბს მალე დატოვებს და პრემიერ ლიგაში გადაბარგდება, მის შემცვლელად კი გიორგი მიქაუტაძე იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან ახალგაზრდაა და პერსპექტიული, ასევე კარგად ერგება უდინეზეს სათამაშო სქემასაც.

გარდა ამისა, ქართველი ფორვარდი მორიგ იტალიურ კლუბს, ამჯერად ჯენოას Seriabnews-მა დაუკავშირა. ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ მიქაუტაძით ყველაზე მეტად გენუელთა მთავარი მწვრთნელი, ალბერტო ჯილარდინოა დაინტერესებული, რომელსაც გიორგის გადაბირება დანამდვილებით სურს. საგულისხმოა, რომ მიქაუტაძეს ჯენოას პირველად არ უკავშირებენ.

ცნობისთვის, გიორგიმ 2022/2023 წლების სეზონში საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 21 შეხვედრა გამართა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. ამავე მაჩვენებლებით ქართველი ფეხბურთელი ბომბარდირთა დავის პირველ ადგილს იკავებს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი