ისევ გააქტიურდა | პრეზიდენტებმა სუპერ ლიგის იდეა დღის წესრიგში დააყენეს » სპორტის ხაზი

ისევ გააქტიურდა | პრეზიდენტებმა სუპერ ლიგის იდეა დღის წესრიგში დააყენეს

ისევ გააქტიურდა | პრეზიდენტებმა სუპერ ლიგის იდეა დღის წესრიგში დააყენეს
9-02-2023, 15:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გარკვეული პერიოდის წინ, საფეხბურთო სამყარო ერთმა ახალმა იდეამ მოიცვა, რომლის სახელიც სუპერ ლიგაა.

აღნიშნულ ტურნირში მისი შემქმნელები 50-80 გუნდის ჩაბმას ცდილობენ, რათა "მოძველებული" და "ყავლგასული" ჩემპიონთა ლიგა უფრო საინტერესო ტურნირით ჩანაცვლდეს.

საგულისხმოა, რომ ახალი იდეის ავტორებს, ფლორენტინო პერესსა და ჟოან ლაპორტას თავის დროზე არაფერი გამოუვიდათ და თითქმის შექმნილი ლიგა თავზე დაენგრათ. მიუხედავად ამისა, როგორც მადრიდის რეალის პრეზიდენტმა თქვა, მხოლოდ დროის საქმე იყო, რათა სუპერ ლიგა შექმნილიყო.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართეს შეხვედრები წამყვანი კლუბების პრეზიდენტებმა, რომლებმაც სუპერ ლიგის შექმნა კვლავ დღის წესრიგში დააყენეს, თუმცა რამდენად წარმატებით დასრულდება მათი მეორე მცდელობა, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი