უცნობი დეტალი | რატომ ჩაიშალა ხვიჩას ტრანსფერი დინამოდან ბოლონიაში? » სპორტის ხაზი

უცნობი დეტალი | რატომ ჩაიშალა ხვიჩას ტრანსფერი დინამოდან ბოლონიაში?

უცნობი დეტალი | რატომ ჩაიშალა ხვიჩას ტრანსფერი დინამოდან ბოლონიაში?
14-04-2023, 01:40
Aa Aa
გაზიარება:

როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის დინამოში თამაშობდა, მას ძალიან ბევრ ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის იყო ნაპოლი, დორტმუნდი, მილანი, სევილია და სხვები.

საგულისხმოა, რომ Footballitalia-მ იმ უცნობი სატრანსფერო ამბის შესახებ დაწერა, რომელსაც დღის შუქი არასდროს უხილავს. ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ ქართველი ფეხბურთელით ბოლონია სერიოზულად ინტერესდებოდა, თუმცა ტრანსფერი კონკრეტული მიზეზის გამო ჩაიშალა. აი, რას ამბობს ამ ყველაფრის შესახებ ყოფილი სპორტული დირექტორი, რინო ფოსკი:

"მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი იკვეხნის თითქოს კვარაცხელიას ბათუმშივე იცნობდნენ, ჩვენ მას მართლა ვაკვირდებოდით. იმ დროისთვის, ბოლონიაში რიგონი მუშაობდა და მას ვესაუბრე, რომ ეს ბიჭი შეეძინა, თუმცა ყველაფერი პასპორტის პრობლემამ ჩაშალა." - თქვა ფოსკიმ

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი