კასანო: “კვარაცხელიამ ინსინიე დაგვავიწყა” » სპორტის ხაზი

კასანო: “კვარაცხელიამ ინსინიე დაგვავიწყა”

კასანო: “კვარაცხელიამ ინსინიე დაგვავიწყა”
9-02-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლიზე” ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

"პირადად ჩემთვის ეს ნაპოლი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია, მათ შორის, კაიზერსლაუტერნსა და ლესტერზეც, რომლებიც მოულოდნელად თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები აუტსაიდერთა რანგში გახდნენ. ნეაპოლელები ევროპის მასშტაბით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ.

გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები ახალწვეულების მიმართ. ლობოტკა თითქმის არასდროს ცდება, კიმმა კულიბალი ყველას დაავიწყა, ისევე, როგორც კვარამ ინსინიე.

ნაპოლის ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს.
სპალეტიმ კარგი ფეხბურთელები ძვირად ღირებულ მოთამაშეებად გადააქცია. ჩემი აზრით, პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მაინც მიაღწევს" - ასე ფიქრობს კასანომ.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება, მატჩი 22 თებერვალს,
00:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი