“მომდევნო სეზონშიც ნეაპოლში იქნება” - Tuttosport » სპორტის ხაზი

“მომდევნო სეზონშიც ნეაპოლში იქნება” - Tuttosport

“მომდევნო სეზონშიც ნეაპოლში იქნება” - Tuttosport
9-02-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური მაისურით გამოსვლა, რა თქმა უნდა, მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იწერებოდა, რომ ქართველი ჯერ პეპ გუარდიოლას სურდა, ახლა კი კარლო ანჩელოტისა და მადრიდის “რეალის” ვარიანტიც გამოჩნდა. ფაქტია, რომ “ნაპოლის” მისი დათმობის სურვილი არ ექნება.

“მომდევნო სეზონში ის აუცილებლად ნაპოლიში ითამაშებს, თანხა კი, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისი მას დათმობს, არ არსებობს"- წერს Tuttosport.

“კვარაცხელიას შედეგები შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მან ბევრი წამყვანი ევროპული კლუბი დააინტერესა, მაგრამ ნაპოლის სურს, რომ დინამო ბათუმის ყოფილი ფეხბურთელი, სულ ცოტა, რამდენიმე სეზონით მაინც შეინარჩუნოს. დე ლაურენტისი მას ხელფასს გაუზრდის” - ვარაუდობს La Repubblica.

ფაქტია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის პერიოდი “პარტენოპეისთვის,” კვარაცხელიასთვისა და მისი გულშემატკივრებისთვის ნამდვილად ცხელი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი