საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვას სძლია » სპორტის ხაზი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვას სძლია

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მოლდოვას სძლია
9-02-2023, 10:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებისთვის 2023 წელი წარმატებულად დაიწყო. მათ გუშინ მოლდოვას 3:2 სძლიეს და მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ.

მოლდოვასთან ანგარიში 24-ე წუთზე ჯანიკო გიორგაიამ გახსნა, მალევე გიორგი ქურდაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა შემდგომ ერთი გოლი გაქვითეს. 34-ე წუთზე თოფურიამ ქართველების მხრიდან მესამე ბურთი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი მოლდოველმა მოთამაშეებმა საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირეს.

მომდევნო მატჩი ხვალ, კვლავ მოლდოვას წინააღმდეგ გაიმართება. 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაფიო შეხვედრა ბელგიასთან 7 მარტს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი