გუბანოვა მოსკოვში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს » სპორტის ხაზი

გუბანოვა მოსკოვში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს

გუბანოვა მოსკოვში გასამართ ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს
8-02-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ, ანასტანია გუბანოვამ მოსკოვში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ცნობა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ გაავრცელა.

“ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს” - ასეთია ფედერაციის განცხადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი