განიხილება ნოიერთან კონტრაქტის გაწყვეტა? - ჰერბეტ ჰაინერის კომენტარი » სპორტის ხაზი

განიხილება ნოიერთან კონტრაქტის გაწყვეტა? - ჰერბეტ ჰაინერის კომენტარი

განიხილება ნოიერთან კონტრაქტის გაწყვეტა? - ჰერბეტ ჰაინერის კომენტარი
8-02-2023, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო საფეხბურთო პრესა ბოლო დღეების განმავლობაში მანუელ ნოიერის The Athletic-თან მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს განიხილავს.

36 წლის მეკარემ ბაიერნის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა, ამის მთავარი მიზეზი კი გუნდიდან ტონი ტაპალოვიჩის გათავისუფლება გახდა, რომელიც მანუს მეგობარი და მეჯვარეა.

ნოიერის ბრალდებებს კლუბის პრეიზდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმაც უპასუხა და ჟურნალისტის კითხვაზე - განიხილავს თუ არა ბაიერნი ნოიერთან კონტრაქტის გაწყვეტას ამ ინტერვიუს გამო? (როგორც მოხდა რონალდო/იუნაიტედის შემთხვევაში) - ჰაინერმა უპასუხა:

"კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა. მანუელი ჩვენი ფეხბურთელია და მასთან კონტრაქტი გვაქვს - აი ასე მუშაობს ბაიერნი.

მსგავს საკითხებს კლუბის შიგნით ვაზუსტებთ და ვწყვეტთ - ეს აქცევს ბაიერნს განსაკუთრებულად და ძლიერად.
", - განაცხადა ჰაინერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი