"ახალი კვარაცხელია ლიგა 2-ში? - მიქაუტაძე გატანას არ წყვეტს" | Tuttomercatoweb » სპორტის ხაზი

"ახალი კვარაცხელია ლიგა 2-ში? - მიქაუტაძე გატანას არ წყვეტს" | Tuttomercatoweb

"ახალი კვარაცხელია ლიგა 2-ში? - მიქაუტაძე გატანას არ წყვეტს" | Tuttomercatoweb
8-02-2023, 17:10
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული მეცის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საოცარ ფორმაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელი ამ მომენტისთვის საფრანგეთის მეორე დივიზიონის ბომბარდირთა დავას 11 გოლითა და 5 საგოლე პასით ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს.

სწორედ ამიტომ, მიქაუტაძეზე ერთ-ერთმა იტალიურმა ვებგვერდმა, Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომელმაც თავისი სტატია შემდეგნაირად დაასათაურა: "ახალი კვარაცხელია ლიგა 2-ში? - მიქაუტაძე გატანას არ წყვეტს". როგორც ჩანს, გიორგის ფანტასტიკურმა სათამაშო ფორმამ კვარაცხელიას მიმდევართა ყურადღებაც მიიპყრო:

"ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური აფეთქების შემდეგ, ცხადია, რომ ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა. საქართველოს ნიჭიერ მოთამაშეთა რიცხვში შედის გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც მეცში თამაშობს და ბომბარდირთა დავას ლიდერობს."

"ამ სეზონში მიქაუტაძემ 25 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, აქედან 11 შიდა ჩემპიონატში, რასაც 5 საგოლე პასიც დაურთო. ის კონკრეტული პოზიციის ფეხბურთელია, თუმცა გუნდს მუდმივად უჭერს მხარს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გიორგი ბელგიურ სერენში გაანათხოვრეს, სადაც მან უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია. საბოლოოდ, მეცმა ქართველი ფეხბურთელის 2026 წლამდე გაფორმება გადაწყვიტა. ამჟამად, ის და მეცი ლიგა 1-ის საგზურისთვის ნადირობენ და მისი სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სატრანსფერო ბაზარზე მისი სახელი გაიზრდება."
- წერს იტალიური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის მეცი ლიგა 2-ის მეოთხე პოზიციას 36 ქულით იკავებს. რაც შეეხება მათ მომდევნო შეხვედრას, ის 13 თებერვალს კაენთანაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი