მოგერიებათა TOP 5 | გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ხუთეულშია! » სპორტის ხაზი

მოგერიებათა TOP 5 | გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ხუთეულშია!

მოგერიებათა TOP 5 | გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ხუთეულშია!
8-02-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ამჟამინდელი კლუბი ესპანეთის ლა ლიგის მე-17 პოზიციას 20 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ადგილით აღემატება.

აშკარაა, რომ ვალენსიას მთავარი მწვრთნელის ცვლილებამაც განსაკუთრებული არაფერი შესძინა და ეს გუნდი კვლავ საშინელ სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ნამდვილად კარგია, - გიორგის პრაქტიკა თითქმის არცერთ შეხვედრაში აკლდება, მისი კარგი თამაში კი მსოფლიო ფეხბურთის გრანდების ყურადღებას იქცევს.

ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე რომ არის, ამას ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდის მომზადებული სტატისტიკაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც გიორგი მამარდაშვილი იმ მეკარეთა ხუთეულში შედის (63 აღებული ბურთით), რომელთაც შიდა ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგერიება აქვთ - იხილეთ ფოტო.

მოგერიებათა TOP 5 | გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ხუთეულშია!

გიორგი მამარდაშვილი მოგერიებათა TOP 5-ში


შეგახსენებთ, რომ "ღამურები" მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს 23:55-ზე გამართავენ, მეტოქე კი ბილბაოს ატლეტიკი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი