ისტორია დაიწერა - ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო მექულეა » სპორტის ხაზი

ისტორია დაიწერა - ლებრონ ჯეიმსი NBA-ს საუკეთესო მექულეა

ისტორია დაიწერა - ლებრონ ჯეიმსი NBA-ს  საუკეთესო მექულეა
8-02-2023, 11:22
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა “ოკლაჰომასა” და “ლეიკერსის” შეხვედრა, რომელიც ისტორიას დარჩება. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ლებრონ ჯეიმსი გახდა ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის საუკეთესო მექულე. მან კარიმ აბდულ-ჯაბარის გადაუსწრო.

ლებრონმა აღნიშნულ მატჩში 38 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, საკუთარი სახელი კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე და საკალათბურთო სამყარო მერამდენედ აალაპარაკა, ვინ იცის. მას ჯამში 38 390 ქულა მოუგროვდა.

ის ერთი შეხედვით განუმეორებელი მიღწევა, რომელიც აბდულ ჯაბარიმ გასული საუკუნის 80-იან წლებში დააფიქსირა, ჯეიმსმა გაიმეორა და ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა, მოკლედ, რამდენიმე სიტყვით შეაფასა - “F**k man, მადლობა ყველას.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი