“მან ქართული რაგბის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა” - Rugby World Cup » სპორტის ხაზი

“მან ქართული რაგბის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა” - Rugby World Cup

“მან ქართული რაგბის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა” - Rugby World Cup
8-02-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

აწ უკვე გასულ უქმეებზე რაგბი ევროპისა და ექვსი ერის მატჩები გაიმართა. Rugby World Cup-მა აღნიშნული შეხვედრებიდან ხუთ ახალგაზრდა მოთამაშეს გაუსვა ხაზი, ესენი არიან : იტალიელი ლორენცო კანონე, შოტლანდიელი ლიუკ კროსბი, უელსელი ჯო ჰოუკინსი, პორტუგალიელი ნიკოლას მარტინში და ქართველი ლუკა მატკავა.

“ქართული რაგბის ისტორიაში ლუკა მატკავამ საკუთარი სახელი ნოემბერში ჩაწერა, როცა მისი საჯარიმოთი "ბორჯღალოსნებმა" კარდიფში უელსს 13:12 მოუგეს. ის სულ ხუთი წუთის გამოსული იყო მოედანზე. ნაკრებში ორჯერ შეცვლაზე შესვლის შემდეგ, მან გერმანიასთან პირველად მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და დაამტკიცა, რომ აბჟანდაძის სათანადოდ შეცვლა შეუძლია - ლელო და ათი გარდასახვაა მის ანგარიშზე 75:12 მოგებულ მატჩში. 65-ე წუთზე საოცარი ლელო გაიტანა, როცა ჯასტინ რენკს ბოჭვის საშუალება არ მისცა.

სექტემბერში, საფრანგეთში, როცა საქართველო მსოფლიოს თასზე თამაშს დაიწყებს, აბჟანდაძე მხოლოდ 24 წლის იქნება, მაგრამ თუ მატკავა გააგრძელებს წარმატებულ თამაშს, მას "ბორჯღალოსნების" 10-ნომრიანი მაისურისთვის ბრძოლაში შანსი ექნება“ - წერს Rugby World Cup-ის გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” 11 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს გამართავენ ჰოლანდიის წინააღმდეგ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი