ლობჟანიძის ოთხი თანაგუნდელი გადარჩა - ჰატაისპორის სპორტულ დირექტორს კვლავ ეძებენ » სპორტის ხაზი

ლობჟანიძის ოთხი თანაგუნდელი გადარჩა - ჰატაისპორის სპორტულ დირექტორს კვლავ ეძებენ

ლობჟანიძის ოთხი თანაგუნდელი გადარჩა - ჰატაისპორის სპორტულ დირექტორს კვლავ ეძებენ
7-02-2023, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

ჰატაისპორის ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე ჯანმრთელადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მისი გუნდის ოთხი მოთამაშე დაშავდა, სპორტულ დირექტორს კი ჯერ ისევ ეძებენ.

ჰათაიში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ უდიდესი ნგრევა გამოიწვია. გუნდის წევრების დაშავების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მწვრთნელმა ვოლქან დემირელმა დახმარებისთვის სოციალური მედიის საშუალებით მიმართვა გაავრცელა.

ნანგრევებში მოყოლილი ჰატაისპორის სპორტული დირექტორის, ტანერ სავუტისა და ფეხბურთელის, კრისტიან ატსუს მოსაძებნად სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ამის შესახებ განცხადება გუნდის პრესმდივანმა, მუსტაფა ოზატმა beIN Sports-თან გააკეთა.

მოგვიანებით ჰატაისპორში განაცხადეს, რომ ფეხბურთელები ბურაქ ოქსიუზი, კერემ ალიჩი და ონურ ერგუნი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ბერთუგ ილდირიმიც უსაფრთხოდაა. საბედნიეროდ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს კრისტიან ატსუც, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხი აქვს დაზიანებული და სუნთქვა უჭირს, სპორტული დირექტორს კი ჯერჯერობით კვლავ ეძებენ.

30 წლის განელი ნახევარმცველი კრისტიან ატსუ 2013-14 წლებში ვიტესში გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იყო, მერე კი თამაშობდა მალაგაში, ნიუკასლს და ჩელსიში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, ქასიმფაშასთან მატჩში ატსუმ 90+7-ე წუთზე გაიტანა და ჰატაისპორს 3 ქულა მოუტანა – 1:0.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი