"ვადასტურებ, გიორგისადმი ინტერესი ინგლისიდანაცაა" | მამარდაშვილის აგენტი » სპორტის ხაზი

"ვადასტურებ, გიორგისადმი ინტერესი ინგლისიდანაცაა" | მამარდაშვილის აგენტი

"ვადასტურებ, გიორგისადმი ინტერესი ინგლისიდანაცაა" | მამარდაშვილის აგენტი
8-02-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ქართული სპორტული გვერდი, კერძოდ 90min გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ამავე წყაროდან ვიგებთ, ქართველ მეკარეს შემოთავაზებები ინგლისიდანაც აქვს, რასაც მამარდას სპორტული აგენტი ადასტურებს:

"ინგლისური კლუბების ინტერესზე გავრცელებულ ხმებს, ვადასტურებ. ასეთი ინტერესი მართლა არის, ინფორმაცია არაერთი კლუბისგან მაქვს."

"მარტის დასაწყისში ინგლისში მივემგზავრები და დეტალებში გავეცნობი ვითარებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მამარდაშვილს ვალენსიასთან 5-წლიანი კონტრაქტი აქვს, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს."
- ამბობს ლევან სეთურიძე

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 25 მილიონადაა შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი