გრიგალაშვილი : “ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო” » სპორტის ხაზი

გრიგალაშვილი : “ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო”

გრიგალაშვილი : “ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო”
6-02-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ტატო გრიგალაშვილმა გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის დასრულების შემდგომ იგი 2022 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დაასახელს. მისი კომენტარი აღნიშნულის შემდგომ ასეთი იყო:

“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ აქამდე ორი ფინალი დავთმე. დღეს ფინალამდე IJF-ის პრიზი მივიღე, როგორც საუკეთესო ვაჟი ჯუდოკა - ყველაფერი უბრალოდ ბრწყინვალედ აეწყო. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ დღეს ამ პრიზს გადმომცემდნენ, ძალიან ამაყი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო. ყოველთვის ვიყო პირველ ადგილზე, ვიყო საკუთარი თავის პირველი მოტივატორი. არცთუ დიდი ხნის წინათ, "ამომავალი ვარსკვლავი" ვიყავი, ახლა უკვე წლის საუკეთესო ძიუდოისტი ვარ. ოჯახის მხარდაჭერა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია, ის მაძლევს ძალას".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი