სალაჰმა ეგვიპტის ნაკრები ნაადრევად დატოვა - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

სალაჰმა ეგვიპტის ნაკრები ნაადრევად დატოვა - მიზეზი ცნობილია

სალაჰმა ეგვიპტის ნაკრები ნაადრევად დატოვა - მიზეზი ცნობილია
26-09-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ვიტორიამ გამოაცხადა, რომ მუჰამედ სალაჰმა ეროვნული გუნდი ნაადრევად დატოვა.

ამის შესახებ Evening Standard-ი თავის გვერდზე წერს და აცხადებს, რომ 30 წლის ფეხბურთელს "ლივერპულში" დაბრუნება და დასვენება სთხოვეს. მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატის გამო, გუნდებს კვირაში რამდენიმე თამაშის გამართვა მოუწევთ.

სამშაბათს ეგვიპტე ამხანაგურ შეხვედრას ლიბერიასთან გამართავს, სადაც ნაკრებს სალაჰის გარეშე მოუწევს თამაში.

"ეგვიპტელ ფარაონს" სეზონის დასაწყისი იდეალური არ ჰქონია, თუმცა მან მაინც მოახერხა ცხრა თამაშში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.