"მთელი ჰატაი ჩამოინგრა, საშინელი სიტუაციაა" | საბა ლობჟანიძე თურქეთის მიწისძვრაზე » სპორტის ხაზი

"მთელი ჰატაი ჩამოინგრა, საშინელი სიტუაციაა" | საბა ლობჟანიძე თურქეთის მიწისძვრაზე

"მთელი ჰატაი ჩამოინგრა, საშინელი სიტუაციაა" | საბა ლობჟანიძე თურქეთის მიწისძვრაზე
6-02-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში. მიწისძვრას ათობით შემდგომი ბიძგი მოჰყვა. შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთსა და სირიაში ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება - მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შემობიდან მოუწევთ.

როგორც იცით, თურქეთში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ერთ-ერთი მათგანის, საბა ლობჟანიძის კომენტარს კი Geo Team ავრცელებს:

"მთელი ჰატაი ჩამოინგრა, საშინელი სიტუაციაა. მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემს თავს მშვიდობაა." - საბა ლობჟანიძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი