შენგელია დაფრინავს - გამარჯვება და MVP-ის ტიტული ბრეშაში » სპორტის ხაზი

შენგელია დაფრინავს - გამარჯვება და MVP-ის ტიტული ბრეშაში

შენგელია დაფრინავს - გამარჯვება და MVP-ის ტიტული ბრეშაში
6-02-2023, 16:31
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელია მაგარ ფორმაშია. ევროლიგის გასულ ტურში ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, კვირას გამართულ იტალიის ჩემპიონატის მატჩში კი მან იგივე გაიმეორა და საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა. სერია A-ს მე-18 ტურში ვირტუს ბოლონია სტუმრად ბრეშას შეხვდა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 84:78 დაამარცხა.

შენგელიამ მოედანზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 4 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიასთან ერთად შედეგიანად ითამაშა მარკო ბელინელიმ, რომელმაც 18 წუთში 23 ქულა მიითვალა. ის ამ შედეგით მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა საერთო სარგებლიანობით (21) თორნიკე შენგელიას (26) გვარიანად ჩამორჩა.

14 მოგებითა და 4 მარცხით ვირტუს ბოლონია სერია A-ში მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ბექა ბურჯანაძის რეჯინას შეხვდება, რომელიც პესაროსთან 74:85 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი