"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ" | ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ" | ლუჩანო სპალეტი

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძოლებთ" | ლუჩანო სპალეტი
6-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ სპეცია 0:3 დაამარცხა, თავი 56 ქულას მოუყარა და ისედაც დამაჯერებელ სვლას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე შესძინა.

ცხადია, მაშინ როდესაც უახლოეს მდევარს სერია A-ში 13 ქულით უსწრებ და თანაც სეზონის ნახევარი უკვე გასულია, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩემპიონატის მოგება თითქმის განაღდებული გაქვს, თუმცა იქნება ეს ნაპოლის მაქსიმუმი? - როგორც ჩანს, არა.

ნეაპოლელები რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც გაიბრძოლებენ, ამას მათი მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის სიტყვები ადასტურებს, რომელთა მიხედვითაც ნაპოლი დუბლის შესრულებას გეგმავს:

"ცხოვრებაში ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც დასახულ მიზანს მიაღწევ, შემდეგ კი ან დაკმაყოფილდები და წახვალ, ან მიღწეულს მიიღებ და განვითარებას განაგრძობ. ჩვენ შემთხვევაში აქტიური მეორე ვარიანტია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დუბლისთვის ვითამაშოთ და სერია A-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ვცადოთ. ამ ყველაფერს ვგეგმავთ იმ ხალხისთვის, რომლებიც ჩვენთვის მუდმივად ლოცულობენ და მხარს გვიჭერენ. ჩვენ უნდა ვიამაყოთ გულშემატკივართა მხრიდან გამოხატული სიყვარულით და ამის საპასუხო მოედანზე გამოვხატოთ." - ლუჩანო სპალეტი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას 21 თებერვალს, 23:55-ზე სტუმრად გამართავენ, მეტოქე კი ფრანკფურტის აინტრახტი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი