თურქეთში მიწისძვრა ხელახლა განმეორდა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ბერიძე და მისი ოჯახი » სპორტის ხაზი

თურქეთში მიწისძვრა ხელახლა განმეორდა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ბერიძე და მისი ოჯახი

თურქეთში მიწისძვრა ხელახლა განმეორდა - როგორ გრძნობს თავს გიორგი ბერიძე და მისი ოჯახი
6-02-2023, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ თურქეთში მიწისძვრა ხელახლა განმეორდა. ყველაფერი ძლიერად იგრძნობოდა ანკარაშიც, სადაც ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ბერიძე ასპარეზობს.

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, როგორც ქართული გვერდი GEO TEAM-ი ამბობს, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სახლი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და დედასთან ერთად კლუბის ბაზაზე გადაინაცვლა. ფეხბურთელიც და მშობელიც თავს კარგად გრძნობენ.

გეტყვით იმასაც, რომ უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, განმეურებით ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას შეადგენდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ამ დროისთვის დაღუპულია 912 ადამიანი. დაინგრეულია 2818 შენობა დაინგრა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი