"თანაგუნდელების ძალიან მადლიერი ვარ" | ვიქტორ ოსიმენი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"თანაგუნდელების ძალიან მადლიერი ვარ" | ვიქტორ ოსიმენი მატჩის შემდეგ

"თანაგუნდელების ძალიან მადლიერი ვარ" | ვიქტორ ოსიმენი მატჩის შემდეგ
5-02-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლიმ სპეცია გასვლით შეხვედრაში დიდი ანგარიშით, 0:3 დაამარცხა და სერია A-ში წინ 16 ქულით გაიჭრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მიკროფონთან ნეაპოლელთა ნიგერიელ ფორვარდს, ვიქტორ ოსიმენს უხმეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:

"ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ისე ვიბრძოლოთ, როგორც ეს დღეს გავაკეთეთ. თამაშის პირველი ნახევარი ბრწყინვალედ ჩავატარეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ."

"მოხარული ვარ, რომ განვითარება გამომდის. ჩემი თავის რწმენა გამაჩნია, თუმცა ყველაზე მეტად თანაგუნდელებსა და მწვრთნელს ვუხდი მადლობას, მათ ჩემს კარიერაში ყოველთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობა ჰქონდათ. აქ არაფერი სრულდება და კვლავ ვაპირებ, რომ გაძლიერება განვარგძო."
- ვიქტორ ოსიმენი.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელ თავდამსხმელს იტალიის ჩემპიონატში 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი