ბექჰემი: “მესიმ საოცარ შედეგებს მიაღწია” » სპორტის ხაზი

ბექჰემი: “მესიმ საოცარ შედეგებს მიაღწია”

ბექჰემი: “მესიმ საოცარ შედეგებს მიაღწია”
5-02-2023, 11:50
Aa Aa
გაზიარება:

ESPN-თან საუბარში ლეგენდარულმა დავიდ ბექჰემა მისთვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოარჩია და მასზე ისაუბრა:

“საყვარელი ფეხბურთელი? შეიძლება ასეთად მესი დავასახელო. ის თავისუფლად თამაშობს. მისი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი გუნდისა და ქვეყნისთვის თამაში, გამარჯვება წარმოუდგენელი მომენტია. მისნაირი ფეხბურთელების ყურება მიყვარს.

მე ვიტყოდი, რომ ლეომ საოცარ შედეგებს მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით შეუძლია ბრწყინვალე კარიერა დაასრულოს... თუმცა მისი კარიერა ჯერ არ დასრულებულა, კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს. მაგრამ მესი, რა თქმა უნდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი