პიოლი: “მილანის დრო ჯერ არ დასრულებულა” » სპორტის ხაზი

პიოლი: “მილანის დრო ჯერ არ დასრულებულა”

პიოლი: “მილანის დრო ჯერ არ დასრულებულა”
5-02-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს სერია A-ს ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება “მილანსა” და “ინტერს” შორის. შეხვედრის წინ სტეფანო პიოლიმ მედიასთან ისაუბრა:

“თამაშის გეგმა მოვამზადეთ. საქმეს დიდი ენთუზიაზმით და ყურადღებით ვეკიდებით. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კვირას თამაში უკეთესი იყო, რადგან ვარჯიშისთვის ერთი დღით მეტი გვაქვს. ბოლო პერიოდში ასე არ ხდებოდა და ახლა ძალიან მოხარული ვარ. ასეთი დონის მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთ დეტალსაც შეუძლია. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს.

“ინტერი” უკეთეს ფორმაშია და თასზეც უკეთესი იყო. ახლა შანსი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ “მილანი” “ინტერზე”უკეთესი გუნდია. კრიტიკა ცუდი არ არის. ეს ყველაფერი მართებულია. მხოლოდ სულელები არ იღებენ კრიტიკას. ჩემი ”მილანი” არ დასრულებულა და ეს უნდა დავამტკიცოთ.

შეხვედრა 23:45-სთვისაა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი