"ხვიჩა კვარაცხელია ბრუნო ჯიორდანოს მაგონებს" | მარადონას თანაგუნდელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ბრუნო ჯიორდანოს მაგონებს" | მარადონას თანაგუნდელი

"ხვიჩა კვარაცხელია ბრუნო ჯიორდანოს მაგონებს" | მარადონას თანაგუნდელი
4-02-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გაზეთმა, Corriere dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომლის მთავარი გმირიც 80-იანების ნაპოლის წევრი, სერია A-სა და უეფას თასის გამარჯვებული ანდრეა კარნევალეა.

ამავე წყაროს ინფორმაციით ვიგებთ, რომ კარნევალემ ძველი და ახალი ფორმაციის ნაპოლი ერთმანეთს შეადარა, სადაც ანდრეამ უპირატესობა დღევანდელ გუნდს მიანიჭა:

"ვფიქრობ, დღევანდელი ნაპოლი უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ის გუნდი, სადაც მეც ვთამაშობდი. ლუჩანო სპალეტის აბსოლუტურად ყოვლისმომცველი და უძლიერესი გუნდი ჰყავს. ეს ბიჭები მინდორზე ყოველთვის დიდი თავდაჯერებითა და მონდომებით გამოდიან, შედეგად კი მუდმივად იმას აკეთებენ, რაც ყველაზე მეტად სურთ. ნაპოლი შესანიშნავად გამოიყურება და მათ საკუთარ თავებს საზღვარი არ უნდა დაუწესონ, თუნდაც მხედველობაში ჩემპიონთა ლიგა გვქონდეს."

სხვათაშორის, ანდრეა კარნევალემ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ხვიჩა კვარაცხელია 80-იანების ნაპოლიდან ბრუნო ჯიორდანოს ჰგავს:

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ძველი სამეულის (მარადონა, კარეკა, ჯიორდანო) ვინმესთან შედარება მართლაც ურთულესი რამეა, თუმცა პარალელებს თუ მაინც გავავლებთ, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიას ჯიორდანოს დავუკავშირებდი." - ანდრეა კარნევალე.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ლუკა გოტის სპეცია იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი