"ნაპოლის ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის თავის საქმე" | სპეციას მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის თავის საქმე" | სპეციას მწვრთნელი

"ნაპოლის ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის თავის საქმე" | სპეციას მწვრთნელი
4-02-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს, მეტოქე კი ლუკა გოტის სპეცია იქნება, რომელიც იტალიის ჩემპიონატის მე-17 პოზიციას 18 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას ხუთი ქულით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა მეტოქის დამრიგებელმა მეტოქე გუნდისა და სერია A-ს ლიდერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ლუკა გოტიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნაპოლის ფეხბურთელებმა საკუთარი საქმის გარშემო ყველაფერი ზუსტად იციან:

"იოლი დასანახია, რომ ნაპოლის ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე, მათი თამაშის ხილვა დიდ სიამოვნებას განიჭებს. ხვალინდელი მატჩი ურთულესი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 9 მოთამაშე ერთბაშად დაგვაკლდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ და თუ ნაპოლი დაგვამარცხებს, მათ საპატივსაცემოდ ქუდსაც მოვიხდით." - ლუკა გოტი

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი დაპირისპირება 15:30-ზე დაიწყება და დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი