VIDEO: ბრწყინვალე იპონი - ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის ნახევარფინალისტია » სპორტის ხაზი

VIDEO: ბრწყინვალე იპონი - ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის ნახევარფინალისტია

VIDEO: ბრწყინვალე იპონი - ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან სლემის ნახევარფინალისტია
4-02-2023, 16:35
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ. პარიზის გრანდ სლემზე მედლებისთვის დღეს ოთხი ქართველი იბრძოლებს.

შეჯიბრზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ). ქართველმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ტორნალი გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ტურნირის იგივე ეტაპზე იჭიდავებს ბაგრატ ნინიაშვილიც (66კგ), რომელმაც მეორე შეხვედრაში გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელ ქართველს, გურამ ძავაშვილს სძლია.

რამდენიმე წუთის წინ კი თავისი პირველი მატჩი გამართა თემურ ნოზაძე, რომელმაც ავსტრალიელი ძიუდოისტის წინააღმდეგობა დასძლია და ტურნირის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

1/8 ეტაპზე მეტოქის შეცდომების წყალობით იმარჯვა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც აღნიშნული ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

1/8 ეტაპზე ასევე იმარჯვა თემურ ნოზაძემ, რომელმაც ფრანგ ძიუდოისტს სამი ყვითელი ბარათი მიაღებინა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

დაძაბული 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ 1/4- ში იპონით მოიგო ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოქროს მედალს კიდევ უფრო მიუახლოვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი