გიორგი ქვილითაია კვლავ ტრავმირებულია » სპორტის ხაზი

გიორგი ქვილითაია კვლავ ტრავმირებულია

გიორგი ქვილითაია კვლავ ტრავმირებულია
4-02-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში ერთმანეთს "აპოელი" და ლიმასოლის "აპოლონი" დაუპირისპირდნენ. ნიქოზიელებმა მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხეს, მათ შორის ერთი გოლი ქართველი შემტევის, გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა. მან თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.

გოლიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ "აპოელის" მეთერთმეტე ნომერმა ზურგის დაზიანება მიიღო და მას მოედანი საკაცით დაატოვებინეს. გიორგი ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურებოდა და ძირითად შემადგენლობაშიც ხვდებოდა. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება იგი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი