"ვფიქრობ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება" - (VIDEO) ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება" - (VIDEO) ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მატჩის წინ

"ვფიქრობ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება" - (VIDEO) ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მატჩის წინ
26-09-2022, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

გიბრალტართან გასამართი მატჩის წინ, მედიასთან კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"საკმაოდ წარმატებული წელი იყო ჩვენთვის, ნაკრებისთვის. ბოლო თამაში დაგვრჩა გიბრალტართან, რომელიც ძალიან რთული თამაში იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ, მაკედონიასთან ძალიან დავიღალეთ, დიდი ხანი ვიმგზავრეთ და სტადიონიც ხელოვნურია. თუმცა, ეს ფაქტორები იმას გვმატებს, რომ უფრო ყურადღებით ვითამაშოთ და მაქსიმალურად მოტივირებულები ვიყოთ." - განაცხადა 21 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტართან მატჩს დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი