ზედიზედ მესამედ - ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს » სპორტის ხაზი

ზედიზედ მესამედ - ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

ზედიზედ მესამედ - ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს
4-02-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს. ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.

ყრილობაზე 31 დელეგატიდან 28 გამოცხადდა. ცნობილი გახდა, რომ წესდების დარღვევისთვის და გარიგებული თამაშებისათვის სფფ-ის სუბიექტობიდან გარიცხეს ზუგდიდის დინამო.

ყრილობის დელეგატებმა მოისმინეს სფფ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი კომიტეტისა და ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, დაამტკიცეს ბიუჯეტი, სფფ-ის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს, დამოუკიდებელი აუდიტი დანიშნეს და ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩიეს.

პრეზიდენტის არჩევნები ყრილობის ბოლოს გაიმართა, სადაც კანდიდატი მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყო. საბოლოოდ, 28 დელეგატიდან ყველამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი აირჩია.

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მესამედ აირჩიეს. 2-2-ჯერ აირჩიეს ნოდარ ახალკაცი (1990, 1994), მერაბ ჟორდანია (1999, 2002) და ნოდარ ახალკაცი უმცროსი (2005-2007, 2007-2009), ერთხელ პოსტს იკავებდა ზვიად სიჭინავა (2009-2015).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი