მატჩი სპეციასთან | არის თუ არა ნაპოლის სავარაუდო XI-ში ხვიჩა კვარაცხელია? » სპორტის ხაზი

მატჩი სპეციასთან | არის თუ არა ნაპოლის სავარაუდო XI-ში ხვიჩა კვარაცხელია?

მატჩი სპეციასთან | არის თუ არა ნაპოლის სავარაუდო XI-ში ხვიჩა კვარაცხელია?
4-02-2023, 10:38
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 15:30-ზე იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი, კერძოდ სპეცია ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლებს.

იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ გუნდების სათამაშო გრაფიკი შემჭიდროვებულია და თანაც ჩემპიონთა ლიგაც ახლოვდება, საინტერესოა გადაწყვეტს თუ არა ლუჩანო სპალეტი ქართველი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას მაშინ, როდესაც მისი გუნდი სერია A-ს მთელი 13 ქულით ლიდერობს.

მაგალითად, Sportsmole-ს მიაჩნია, რომ იტალიელი სპეციალისტი ხვიჩას კვლავ სასტარტო XI-ში დააყენებს: მერეტი | დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, რუი | ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი | ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

სხვათაშორის, ქართველ გარემარბზე ანალოგიურად ფიქრობს Footballitalia-ც, რომელმაც კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ასევე მოიაზრა.

მოკლედ, უდიდესი ალბათობით, ლუჩანო სპალეტი კვარას სპეციასთან პირველივე წუთებიდან დააწყებინებს, ჩვენ კი მორიგი შოუს მოლოდინში ვიქნებით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი