"მაშინ დასრულდა ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ისტორია" - რას იხსენებს შოთა არველაძე? » სპორტის ხაზი

"მაშინ დასრულდა ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ისტორია" - რას იხსენებს შოთა არველაძე?

"მაშინ დასრულდა ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ისტორია" - რას იხსენებს შოთა არველაძე?
9-08-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

შოთა არველაძემ, გარკვეული ხნის წინ “ფორმულასთან” ინტერვიუში, სანაკრებო კარიერის დასრულების გამოსათხოვარი მატჩი გაიხსენა.

“ემოცია მქონდა კარიერას, რომ მოვრჩი. თამაში, როცა დამთავრდა იქ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დასრულდა უზარმაზარი ისტორია. ტრიბუნაზე მყოფი მაყურებელი ჩემს სახელს სკანდირებდა და ისე მაცილებდა. ამ დროს მივხვდი, რომ ამას ცხოვრებაში ვერასოდეს მიიღებ. ამ დღეს გავაანალიზე, რომ აღარ უნდა ავდგე ადრე, ან აღარ უნდა დავისვენო ისე სწრაფად. ამ ფაქტმა ძაან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ფიქრი და განრიგიც”, – ამბობს შოთი.

აღსანიშნავია რომ შოთა არველაძე რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში. მას ჯვაროსნების შემადგენლობაში 26 გოლი აქვს გატანილი და დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა სამჯერ გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი, 1994, 1998 და 2007 წლებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი