წავა თუ არა ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში? - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის დედის განცხადება » სპორტის ხაზი

წავა თუ არა ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში? - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის დედის განცხადება

წავა თუ არა ლაშა ტალახაძე პოლიტიკაში? - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის დედის განცხადება
12-04-2023, 18:33
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა ტალახაძის დედამ, "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში თავისი შვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"სპორტში ლაშას იმდენი რამ აქვს გასაკეთებელი, ახლა სხვა ვერაფერზე იფიქირებს, მერმინდელს კი დედაც ვერ განსაზღვრავს. სადაც უნდა იყოს, ჩემი შვილის გულში სიკეთეს ვერაფერი დაჩრდილავს.

ისიც სხვა ქართველებივით ცხოვრობს, რომელთაც უამრავი პრობლემა აქვთ. მისი ჯილდო მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიადის გამო გახდა ასეთი სოლიდური, თორემ სხვა დროს მასაც ისევე ხვდებოდა პრობლემები, როგორც სხვებს. ამის მიუხედავად, არ მახსოვს, გაჭირვებულს არ დახმარებოდა.

ხშირად ყოფილა, რომ სახსარი არ გააჩნდა და ჩემთვის უთხოვია, დედა, როგორმე რაღაც თანხა გადარიცხე, ამას და ამას დახმარება სჭირდებაო. თუ მეც არ მქონდა, ვსესხულობდი და ვრიცხავდი. ასე რომ, ახლა ლაშას ვერაფერი შეცვლის. მაშინაც გაუწვდის ხელს გაჭირვებულს, როცა თვითონაც ბევრი არაფერი ექნება.

იმით დავიწყებ, როგორი თავზარდაცემული დაბრუნდა ლაშა ონკოლოგიური კლინიკიდან, სადაც ბავშვები ნახა და მითხრა, თუ ოდესმე დიდი თანხა მექნება, ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროო. ამაში მეუღლეც აუცილებლად გვერდით დაუდგება", - განაცხადა ლაშა ტალახაძის დედამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი