"ხვიჩამ ინსინიე მოგონებად აქცია, კვარას ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს" | La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ ინსინიე მოგონებად აქცია, კვარას ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს" | La Gazzetta dello Sport

"ხვიჩამ ინსინიე მოგონებად აქცია, კვარას ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს" | La Gazzetta dello Sport
4-02-2023, 11:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ლორენცო ინსინიეს ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მოგებასთან ახლოს ძალიან ბევრჯერ იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" სკუდეტოს მოგება ვერაფრით ვერ მოახერხა.

სწორედ წარსულისა და დღევანდელი რეალობის შესახებ წერს La Gazzetta dello Sport, რომელიც მკვეთრად უსვამს ხაზს იმას, რომ ხვიჩა ნაპოლის სკუდეტოს მოუტანს, ინსინიემ კი ამის გაკეთება ვერ შეძლო:

"მიზანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის დაუსახა გაცილებით უფრო ამბიციურია, ვიდრე ეს ლორენცო ინსინიეს კაპიტნობის პერიოდში იყო. ბოლო წლების ნაპოლი ჩემპიონობასთან ახლოს ბევრჯერ იყო, თუმცა მათი მაქსიმუმი მხოლოდ სკუდეტოსთან მიახლოება აღმოჩნდა."

"ნაპოლი მოგებებს აგრძელებს და მთავარი დამსახურება (თუ უმთავრესი არა) ქართველ ტალანტს ეკუთვნის, რომელმაც ლორენცო ინსინიე მოგონებად აქცია."
- დაწერა იტალიურმა გაზეთმა.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური კლუბი სერია A-ს 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 13 ქულით აღემატება. ცნობისთვის, ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს სპეციას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი