ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა » სპორტის ხაზი

ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
3-02-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გახდა, რომ ნაპოლის 63 წლის დამრიგებელი, ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

2023 წლის პირველ თვეში ნაპოლიმ ხუთი შეხვედრა გამართა, რომლიდანაც იტალიელი სპეციალისტის გუნდმა 4 მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

სხვათაშორის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლუჩანო სპალეტიმ საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ამ სეზონში უკვე მეორედ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური კლუბი სერია A-ს 53 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 13 ქულით აღემატება. ცნობისთვის, ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს სპეციას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი