ბრწყინვალე შედეგი - საქართველოს ნაკრებმა ზაგრების ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა » სპორტის ხაზი

ბრწყინვალე შედეგი - საქართველოს ნაკრებმა ზაგრების ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა

ბრწყინვალე შედეგი - საქართველოს ნაკრებმა ზაგრების ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა
3-02-2023, 15:12
Aa Aa
გაზიარება:

ზაგრების საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხუთი მედლით დაასრულა.

მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ფალავანი ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ფინალში ასპარეზობდნენ, მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

ფინალურ ბლოკში კენჭაძე ირანელ დავადკუხის დაუპირისპირდა, მაისურაძემ კი ძლიერ ამერიკელ მურთან ერთი ქულით წააგო.

ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), რომელმაც ფრანგი მეტოქე 13-2 დაამარცხა.

ზაგრების შეჯიბრზე პირველ დღეს ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57კგ) და გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) მოიპოვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი