წიტაიშვილი: “ შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს” » სპორტის ხაზი

წიტაიშვილი: “ შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს”

წიტაიშვილი: “ შეცდომის დაშვების უფლება აღარ მაქვს”
3-02-2023, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების შემტევმა, გიორგი წიტაიშვილმა,რომელიც ახლა პოზნანის “ლეხის” მაისურით ასპარეზო ს, Uk football-თან ვრცლას ისაუბრა და კიევის “დინამოსაც” შეეხო.

“მაქვს თუ არა კიევის დინამოში დაბრუნების სურვილი? ჯერ რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ახლა, მთლიანად ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვარ ორიენტირებული. მალე, ეროვნულ ნაკრებში

საპასუხისმგებლო პერიოდიც მიწევს. დავბრუნდები თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, მით უმეტეს, უცნობია, როგორი იქნება 6 თვის შემდეგ უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

ომის გამო უკრაინაში დაბრუნების შიში არ მაქვს. ჩემი დინამოში დაბრუნების გარემოებები და შესაძლებლობები მხოლოდ სპორტულ მომენტებს უკავშირდება. ადრე სამჯერ მინდოდა კლუბიდან წასვლა, მაგრამ სამივეჯერ დავრჩი, მწვრთნელები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი იმედი ჰქონდათ. სამივე შემთხვევაში შევცდი, რადგან გუნდში მეორეხარისხოვანი ვიყავი. ახლა მეოთხე შეცდომის დაშვება აღარ მინდა. ფეხბურთის თამაში მჭირდება” - განაცხადა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი “ლეხში” კიევის “დინამოდან” იჯარის წესით იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი