მოგეხენებათ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე გერმანულ “კარლსრუეში” გადავიდა. ახალ გუნდთან ერთად მან ვარჯიში უკვე დაიწყო. 28 წლის შემტევი იქნება თუ არა “მაგდებურგთან” შეხვედრისთვის სამატჩო განაცხადში, ეს ჯერ უცნობია.
როგორც გერმანული გამოცემა Badische Neueste Nachrichten-ი გვამცნობს, ზივზივაძემ გერმანიაში თამაშისთვის ბინადრობის უფლება უნდა წარადგინოს, ამისთვის კი ვიზაა საჭირო. აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს იმის შანსი, ქართველი შემტევს დროებით უნგრეთში დაბრუნება მოუწიოს.