ისევ წააგეს | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს რეალთან მატჩში? » სპორტის ხაზი

ისევ წააგეს | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს რეალთან მატჩში?

ისევ წააგეს | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მამარდაშვილს რეალთან მატჩში?
3-02-2023, 01:59
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის გამოტოვებული ტურის შეხვედრა, რომელშიც მადრიდის რეალმა გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. კარლო ანჩელოტის ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და 3 ქულაც დამსახურებულად ჩაიწერეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ღამურების" ახალმა დამრიგებელმა (ვორო) ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გიორგის ანგარიშზე 5 მოგერიება იყო, აქედან კი რამდენიმე საკმაოდ რთული გახლდათ. ცნობისთვის, მამარდაშვილს უცხოურმა Sofascore-მ 6.9 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც სტუმართა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო.

მორიგი წაგების ფონზე ვალენსია ლა ლიგის მე-14 პოზიციას 20 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულით აღემატება. ეს იმის მანიშნებელია, რომ მამარდაშვილის გუნდში საგანგებო ზარების ხმა უკვე გამაყრუებლად ისმის!

შეგახსენებთ, რომ ვალენსია თავის მომდევნო შეხვედრას კატალონიური ჟირონას წინააღმდეგ 5 თებერვალს გამართავს. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მოიპოვებენ და შედარებით მშვიდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი