"ყველაზე მეტად მამა მაკლია, ჩემი ბავშვობა მძულს" - გიორგი ლორია » სპორტის ხაზი

"ყველაზე მეტად მამა მაკლია, ჩემი ბავშვობა მძულს" - გიორგი ლორია

"ყველაზე მეტად მამა მაკლია, ჩემი ბავშვობა მძულს" - გიორგი ლორია
28-04-2023, 17:12
Aa Aa
გაზიარება:

გარკვეული ხნის წინ, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემა "ნოესთან" სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ქართველმა მეკარემ ბავშვობის მძიმე წლებიც გაიხსენა:

"ჩემი ბავშვობა არ მიყვარს, საერთოდ არ მიყვარს, რადგან კარგად არ მახსენდება - ერთადერთი კარგი ის იყო, რომ მამაჩემი იყო ცოცხალი. ბავშობაში მე კარგი დიდი არაფერი არ მახსოვს, ვერაფერს ვერ ვიხსენებ... სულ ცუდი ხდებოდა, ძირითადად გაჭირვება - ვხედავდი, როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს და ამ მიზეზით, როგორ მტოვებდნენ სხვაგან, დასავლეთში, დედაჩემის დასთან.

მაგრამ, ბოლოს დედაჩემმა და მამაჩემმა მაინც მოახერხეს და ყველაფერი დაალაგეს.

ნახევარი წელი ვიყავი მშობლებისგან შორს და ამას ძალიან განვიცდიდი - წარმოიდგინე, ზუსტად არ იცი სად არიან შენი მშობლები. თან პატარა როცა ხარ, უფრო მძიმეა ეს ყველაფერი.

გარდატეხა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა - 17 წლის ასაკში დინამო თბილისთან პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე.

მოლოდინი მქონდა რომ წარმატებას მივაღწევდი, რადგან ბრაზი და უსამართლოების გრძნობა გამაჩნდა. ვხედავდი, რომ ზოგს ყველაფერი გაცილებით მარტივად გამოსდიოდა, მე კი ასჯერ მეტი უნდა მეწვალა.

მეზიზღება ის პერიოდი, როდესაც პატარა ბინაში ვცხოვრობდი, თან წარმოიდგინეთ, ამ სიმაღლე ხალხი, ყველანი მაღლები და ერთ ოთახიან ბინაში ექვსი ადამიანი... ძალიან ძნელია - მთელი ცხოვრება ვოცნებობდი საკუთარ სახლზე და ეს ოცნება ავიხდინე, ამისთვის ვშრომობდი მუდამ.

მამაჩემი 24 საათი ჩემთან იყო, თამაში კი არა ვარჯიშსაც არ ტოვებდა. ხანდახან მე ვამშვიდებდი, დინამოს ვარჯიშებზე დადიოდა და უყურებდა - დღე მასთან ერთად თენდებოდა და ღამდებოდა, ასე რომ, მამაჩემი ჩემთვის ყოველთვის იყო ღმერთი. ყველაზე მეტად ის მაკლია და ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, თითქოს ჩემი ნახევარი წავიდა
", - განაცხადა გიორგი ლორიამ გადაცემა "ნოესთან" სტუმრობისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი