"ბავშვობიდან ყველაზე მეტად ამის მეშინია" - ლაშა ტალახაძის მოულოდნელი აღიარება » სპორტის ხაზი

"ბავშვობიდან ყველაზე მეტად ამის მეშინია" - ლაშა ტალახაძის მოულოდნელი აღიარება

"ბავშვობიდან ყველაზე მეტად ამის მეშინია" - ლაშა ტალახაძის მოულოდნელი აღიარება
23-04-2023, 00:52
Aa Aa
გაზიარება:

მშვიდი, გაწონასწორებული ნერვების მქონე, ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ძალოსანი ლაშა , საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ლაშას ინტერვიუდან, რომელიც „თბილისელებმა“ ჩაწერა.

– გიყურებ და ვფიქრობ: მსოფლიოში უძლეველი ადამიანის ტიტულის მქონე ადამიანს, ალბათ, არაფრის შიში არ აქვს. ასეა თუ ვცდები?

– ასეც არ არის (იცინის). ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს. მეოცე სართულზე მიწევდა ცხოვრება და იმდენად მეშინოდა, აივნიზე ვერ გავდიოდი (იცინის).

– ძალიან მორწმუნე ადამიანი ხარ. მართალია, რომ შეჯიბრებაზე წასვლისას, ერთი ჩემოდანი ხატები მიგაქვს?

– სადაც მივდივარ, ყველგან დამაქვს ხატები. შეჯიბრებაზე თუ მივდივარ, მართლა ბევრი მიმაქვს, „ზბორებზე“ – ცოტა ნაკლები. მეგობრები დამცინიან ხოლმე – ლაშა თავისი ეკლესიით დადისო (იცინის). ჩემპიონატების წინ, ყოველთვის მივდივარ უწმინდესთან დასალოცად. თუმცა, ბოლო დროს, პანდემიიდან გამომდინარე, არ მინდა, შევაწუხო ან მის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა და თავს ვიკავებდი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი