მეორე ეტაპი | კიდევ რომელ 5 გუნდს შეხვდება დინამო ბათუმი მოსამზადებლად? » სპორტის ხაზი

მეორე ეტაპი | კიდევ რომელ 5 გუნდს შეხვდება დინამო ბათუმი მოსამზადებლად?

მეორე ეტაპი | კიდევ რომელ 5 გუნდს შეხვდება დინამო ბათუმი მოსამზადებლად?
2-02-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბათუმის დინამო 3-17 თებერვლის შუალედით თურქეთში წინასასეზონო შეკრების მეორე ეტაპს გაივლის, სადაც ის 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

აჭაურულ კლუბს შემდეგ მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება: ოლექსანდრია (უკრაინა, 5 თებერვალი), ნასტვედი (დანია, 8 თებერვალი), ლიეპაია (ლატვია, 9 თებერვალი), ფახთაქორი (უზბეკეთი, 13 თებერვალი), აქსუ (ყაზახეთი, 16 თებერვალი).

ცნობისთვის, ამავე მატჩებისთვის გია გეგუჩაძის გუნდს სენეგალელი ახალწვეული, მუსა კონატეც დაემატება. რაც შეეხება ეროვნული ლიგის ახალ სეზონს, მას დინამო ბათუმი 25 თებერვალს შუქურასთან მატჩით გახსნის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი