ბერნარდესკი: “ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია” » სპორტის ხაზი

ბერნარდესკი: “ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია”

ბერნარდესკი: “ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია”
1-02-2023, 22:40
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც ამჟამად “ტორონტოს” რიგებში ირიცხება, იტალიურ მედიასთან “ნაპოლის” შესანიშნავ თამაშზე ისაუბრა:

“ნაპოლი მატარებელივით მიდის, მათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. აშკარაა, რომ მეტოქეებს წინასწარ ეშინიათ და ფიქრობენ, რომ მაინც დამარცხდებიან.

ნაპოლიდან ყველაზე მეტად კვარაცხელიამ გამაოცა, არა მხოლოდ მისი თამაშით, არამედ ყველა თამაშზე გავლენის მოხდენით. ის ყოველთვის 110%-ით იხარჯება.

იგი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია. ის შთამბეჭდავია, ვინც ფეხბურთს თამაშობს, მას ესმის, რომ ეს ბიჭი ფენომენია, მხოლოდ დიდი ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი მიდგომა აქვს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი