აგენტი: “ჰალანდს სიტის დატოვება შეუძლია” » სპორტის ხაზი

აგენტი: “ჰალანდს სიტის დატოვება შეუძლია”

აგენტი: “ჰალანდს სიტის დატოვება შეუძლია”
1-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მიგეხსენებათ, ფეხბურთელებს, რომლებთანაც მინო რაიოლა მუშაობდა, ახლა რაფაელა პიმენტა ეხმარება. იგი ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის, ერლინგ ჰალანდის აგენტიცაა.

AS-თან საუბრისას პიმენტამ განაცხადა, რომ იგი მუდმივად ფეხბურთელის ინტერესზე მორგებას ცდილობს:

“ჩემთვის პრიორიტეტია, რომ მოთამაშეს ისეთი კლუბი შევთავაზო, რომლის კარსაც იგი თავისუფლად შეაღებს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ფეხბურთელს გუნდის დატოვება ნდომებოდეს და მე ეს საქმე ბოლომდე არ მიმეყვანოს. ერლინგს გააჩნია ის გასაღები, რომლითაც სიტის კარს დახურავს, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.”

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი შემტევი “მანჩესტერ სიტის” დორტმუნდის “ბორუსიადან” 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მან 19 შეხვედრაში 25 ბურთი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი