ოფიციალურად | რომელ ცნობილ ესპანურ კლუბში გადავიდა გიორგი ხაბულიანი? » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | რომელ ცნობილ ესპანურ კლუბში გადავიდა გიორგი ხაბულიანი?

ოფიციალურად | რომელ ცნობილ ესპანურ კლუბში გადავიდა გიორგი ხაბულიანი?
1-02-2023, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

ქართულმა საფეხბურთო გვერდმა, Geo Team-მა მორიგი წარმატებული ქართული ტრანსფერის შესახებ დაწერა.

როგორც ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით ვიგებთ, გიორგი ხაბულიანი ესპანური ლევანტეს ფეხბურთელი გახდა, თუმცა ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, ლევანტე ამ ეტაპზე ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში თამაშობს და გათამაშების ცხრილის მესამე პოზიციას 44 ქულით იკავებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლევანტეს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ეკუთვნის, რომელიც კასტელონშია განათხოვრებული.

რაც შეეხება გიორგი ხაბულიანს, ის 18 წლის ფორვარდი გახლავთ და ესპანურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი ადანა დემირსპორიდან გაიფორმა. თავის მხრივ, თურქულ კლუბში გიორგი თელავიდან 2021 წელს გადაბარგდა.

ოფიციალურად | რომელ ცნობილ ესპანურ კლუბში გადავიდა გიორგი ხაბულიანი?

Geo Team გიორგი ხაბულიანის ფოტოს აქვეყნებს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი