ენცო ფერნანდესი “ჩელსის” ფეხბურთელია » სპორტის ხაზი

ენცო ფერნანდესი “ჩელსის” ფეხბურთელია

ენცო ფერნანდესი “ჩელსის” ფეხბურთელია
1-02-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინელი ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი ამიერიდან ლონდონის “ჩელსის” რიგებში იასპარეზებს. ლურჯების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტრანსფერზე დიდი შრომა გასწიეს და “ბენფიკა” მაინც დაითანხმეს. 106.8 მილიონი ფუნტი - სარეკორდო მაჩვენებელი ბრიტანული ჩემპიონატებისთვის. ეს თანხის ის ოდენობაა, რომელიც “ჩელსიმ” არგენტინელში გადაიხადა და ჯეკ გრილიშის 100 მილიონიან ტრანსფერსაც გადაასწრო.

22 წლის ნახევარმცველი ლისაბონურ კლუბს შარშან 10 მილიონად შეუერთდა. ახლა კი მისი ფასი კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ განსაკუთრებით გაიზარდა. ენცო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ და დიდი წვლილიც შეიტანა არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობაში.

ენცო ფერნანდესი “ჩელსის” ფეხბურთელია


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი