Daily Mail : 'გუარდიოლას ერთ-ერთი სამიზნე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია იქნება' » სპორტის ხაზი

Daily Mail : 'გუარდიოლას ერთ-ერთი სამიზნე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია იქნება'

Daily Mail : 'გუარდიოლას ერთ-ერთი სამიზნე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია იქნება'
31-01-2023, 21:31
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი სპორტული გამოცემის Daily Mail - ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გაძლიერებას გეგმავს.

ინგლისურ გუნდს გეგმა უკვე შემუშავებული აქვს. ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც თავისი თამაშით ყველას აოცებს.

"მანჩესტერ სიტი ლეაოს გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება. ასევეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამ სეზონში ყველას აოცებს."

ლეაოს და ქართველი ფეხბურთელის გარდა პეპ გუარდიოლა ჯუდ ბელინგემისა და ჯეიმს მედისონის ტრანსფერზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 16 მატჩში გატანილი 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია, რომ ასისტების რაოდენობით ქართველი იტალიის ჩემპიონატში პირველობას სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად იყოფს.




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი