VIDEO: "გადით აქედან" | ჯენარო გატუზო გადამღებ ოპერატორს გაუბრაზდა » სპორტის ხაზი

VIDEO: "გადით აქედან" | ჯენარო გატუზო გადამღებ ოპერატორს გაუბრაზდა

VIDEO: "გადით აქედან" | ჯენარო გატუზო გადამღებ ოპერატორს გაუბრაზდა
31-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ვალენსიამ ჯენარო გატუზო დაკავებული თანამდებობიდან ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა წასვლამდე ერთგულ გულშემატკივრებთან გამომშვიდობება და პირადად შეხვედრა გადაწყვიტა, რა დროსაც მას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

ვალენსიას ყოფილი დამრიგებელი გულშემატკივრისგან დამამშვიდებელ და გასამხნევებელ სიტყვებს ისმენდა, რა დროსაც მასთან გადამღები ოპერატორი ზედმეტად ახლოს მივიდა, რაზეც ჯენაროს თავისებური რეაქცია ჰქონდა - იხილეთ ვიდეო.

სხვათაშორის, გატუზოს ნერვული ფონი ვალიადოლიდთან წაგებისთანავე გამოვლინდა. ჯენაროს ჟურნალისტმა ჰკითხა თუ რატომ იყურებოდა მოღუშული სახით, რაზეც გატუზომ შემდეგი პასუხი გასცა:

"როდესმე ფეხბურთი გითამაშია? ამბობ, რომ მხოლოდ დაბალ დონეზე? მისმინე, მე ფეხბურთს 20 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, 10 წელი კი გუნდებს ვხელმძღვანელობ, ჯამურად 30 წელი გამოდის, რაც ამ სპორტში ვარ. ამის შემდეგ, შენ როგორ ფიქრობ, პრესკონფერენციაზე ღიმილიანი სახით უნდა ვიყო მაშინ, როდესაც ჩემი გუნდი ასეთ დღეშია? როგორც მწვრთნელს, ვალენსიასადმი საზრუნავი მაქვს, ჩემი სახეც აქედან გამომდინარეობს."
- თქვა გატუზომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი