ოფიციალურად | კოპა დელ რეის 1/2 ფინალში ელ კლასიკო გვექნება! » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | კოპა დელ რეის 1/2 ფინალში ელ კლასიკო გვექნება!

ოფიციალურად | კოპა დელ რეის 1/2 ფინალში ელ კლასიკო გვექნება!
30-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ესპანეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ბარსელონა, მადრიდის რეალი, ბილბაო და ოსასუნა გავიდნენ.

ოფიციალური წილისყრის თანახმად, კოპა დელ რეის 1/2 ფინალში ბარსელონა და რეალი ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, შეხვედრები თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გაიმართება (დაპირისპირება 2 მატჩიანი იქნება).

შესაბამისად, ესპანეთის თასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ბილბაოს ატლეტიკსა და პამპლონას ოსასუნას შორის შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდმა ამ ეტაპამდე მოსასვლელად რეალ სოსიედადი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა, ხოლო რეალმა ატლეტიკოს ბარიერი გადალახა, 3:1.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველი ელ კლასიკო ბარსელონამ 1:3 მოიგო, წინ კი კიდევ სამი მატჩი გველის, ორი კოპა დელ რეის, ხოლო ერთი ლა ლიგის ეგიდით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი