რატომ არ წაიყვანეს დავით ყიფიანი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - უცნობი ფაქტი » სპორტის ხაზი

რატომ არ წაიყვანეს დავით ყიფიანი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - უცნობი ფაქტი

რატომ არ წაიყვანეს დავით ყიფიანი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - უცნობი ფაქტი
30-01-2023, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით ყიფიანის ნაცვლად მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი, იური გავრილოვი წაიყვანეს.

ყიფიანის დატოვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ დათო "ზედმეტად ქართველი" ფეხბურთელი გახლდათ.

სსრკ-ის ნაკრები კი მაინც რუსებისა იყო, რადგან სხვა ეროვნებებს ზემოდან უყურებდნენ.

რამდენიმე წლის წინ, საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, კონსტანტინე ბესკოვმა ყიფიანის დატოვების შესახებ ისაუბრა.

"ეს დრომოჭმული თემაა, რომელსაც უამრავი ჭორები მოჰყვა და მათ სიმართლესთან არაფერი აქვთ საერთო. მე ეროვნული ნიშნით მოთამაშეთა შერჩევისას არასოდეს მიხელმძღვანელია და რატომ უნდა დამერღვია ეს პრინციპები ყიფიანის შემთხვევაში? გახსოვთ, რამდენი თბილისელი და კიეველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა ნაკრებში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ბევრი. ყიფიანს მაშინ თამაში არ შეეძლო.

ხომ არ შეიძლება მოედანზე დაშავებული ფეხბურთელი გამოიყვანო? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დავით ყიფიანის ნიჭს ძალიან ვაფასებდი, მაგრამ მე ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდი", - ამბობდა ბესკოვი.

წყარო: "კვირის პალიტრა".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი