როგორც იცით, გუშინდელ დერბი დელ სოლეში გამარჯვება ლუჩანო სპალეტის ნაპოლის დარჩა, რომელმაც რომა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და წინ მთელი 13 ქულით გაიჭრა.
გეცოდინებათ ისიც, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ თამაშებს ბოლო პერიოდში ქართველ გულშემატკივართა არმია ესწრება ხოლმე.
სწორედ ასე, რომასთან გამართულ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის შეყვარებულიც ესწრებოდა, რომელსაც კვარამ თამაშის დასრულების შემდეგ თბილი მოკითხვა გაუგზავნა - იხილეთ ვიდეო.